CargoShop-ს მომხმარებელს უფლება აქვს, ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს საქონელი, მისი მფლობელობაში მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში.

  1. ჩანაცვლების პირობები

მომხმარებელმა უნდა განაცხადოს დეფექტზე ნივთის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში;

პროდუქტი უნდა იყოს ქარხნული დეფექტის ან ტრანსპორტირების შედეგად დაზიანებული

  1. ჩანაცვლების პროცესი

მომხმარებელი უნდა დაგვიკავშირდეს CargoShop ის ფეისბუქ გვერდზე და გამოგვიგზავნოს დაზიანებული ნივთის ფოტო;

CargoShop-ის წარმომადგენლები განაცხადის მიღებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებიან ნივთის დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით

  1. დაბრუნებას არ ექვემდებარება საქონელი, თუ:

მომხმარებლის მიერ არასწორად გამოყენებული ან დაზიანებული ნივთები;

მომხმარებლის მიერ დაზიანებულია შეფუთვა (ყუთი, პარკი, ლუქი), რომლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა შეუძლებელია (არ იგულისხმება შეფუთვის გახსნა).

პროდუქტს არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და/ან დოკუმენტი.

შეძენილი პროდუქტი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს.

Back to Top
Product has been added to your cart