დაბრუნების და გარანტია

  • CargoShop-ს მომხმარებელს უფლება აქვს, ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს საქონელი, მისი მფლობელობაში მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1. ჩანაცვლების პირობები

  • მომხმარებელმა უნდა განაცხადოს დეფექტზე ნივთის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში;

  • პროდუქტი უნდა იყოს ქარხნული დეფექტის ან ტრანსპორტირების შედეგად დაზიანებული

2. ჩანაცვლების პროცესი

  • მომხმარებელი უნდა დაგვიკავშირდეს CargoShop ის ფეისბუქ გვერდზე და გამოგვიგზავნოს დაზიანებული ნივთის ფოტო;

  • CargoShop-ის წარმომადგენლები განაცხადის მიღებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებიან ნივთის დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით

3. დაბრუნებას არ ექვემდებარება საქონელი, თუ:

  • მომხმარებლის მიერ არასწორად გამოყენებული ან დაზიანებული ნივთები;

  • მომხმარებლის მიერ დაზიანებულია შეფუთვა (ყუთი, პარკი, ლუქი), რომლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა შეუძლებელია (არ იგულისხმება შეფუთვის გახსნა).

  • პროდუქტს არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და/ან დოკუმენტი.

  • შეძენილი პროდუქტი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს.